პარიზის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონია განსხვავებული გამოდგა, რადგან ტრადიციული სტადიონის ნაცვლად, პარიზის ქუჩებში მოეწყო.
დელეგაციები მდინარე სენაზე გამოვიდნენ, მათ შორის საქართველოც, რომლის მედროშეები ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იყვნენ.
ოლიმპიადზე პირველი მედლები 27 ივლისს გათამაშდება, პირველ საშეჯიბრო დღეს კი, ძალებს ოთხი ქართველი სპორტსმენიც მოსინჯავს.
დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ყველაზე ცოტა მედალი ატლანტაში გვაქვს მოპოვებული, საუკეთესო შედეგს კი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მივაღწიეთ, სადაც საქართველოს ოლიმპიელებმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ჯილდოების რაოდენობით რეკორდული გამოდგა ტოკიოს თამაშები, სადაც მედლების ყულაბას 8 მედალი შევმატეთ (2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო).
საქართველო ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაციით რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარდგა - 40 სპორტსმენი, ყველაზე ნაკლები ლიცენზიანტი პარიზში გვეყოლება. ისინი სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) მოსინჯავენ საკუთარ ძალებს. ჩვენს გუნდში 4 ოლიმპიური ჩემპიონია, 3 - პრიზიორი, 13 კი ახალბედაა.
ატლანტა-1996
2 ბრინჯაოს მედალი
სიდნეი-2000
6 ბრინჯაოს მედალი
ათენი-2004
2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი
პეკინი-2008
3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ლონდონი-2012
1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი
რიო-2016
2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი
ტოკიო-2020
2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი