ფეხბურთი

20:03 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" უკრაინელ და არგენტინელ ფეხბურთელებს იმატებს

უკრაინის ნაკრების და „ჟირონას“ თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი „რომაში“ გადასვლაზე თანახმაა. იტალიური მედიის ცნობით, 27 წლის შემტევმა მადრიდის „ატლეტიკოს“ „რომა“ ამჯობინა.

დოვბიკი „რომას“ ოთხწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. იტალიური კლუბი ესპანელებს 32 მილიონს სთავაზობს და დიდი ალბათობით, „ჟირონასთან“ შეთანხმება შედგება.

არტიომ დოვბიკმა „ჟირონაში“ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა და 24 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანამდე ის „დნიპრო 1“-ის, „სონდერისკეს“ და „მიდტიულანდის“ ღირსებას იცავდა. დოვბიკს უკრაინის ნაკრებში 31 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, გადაწყდა, რომ მატიას სულე კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. „იუვენტუსი“ და „ჯალოროსი“ 26 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, რასაც 4 მილიონი ბონუსად დაემატება. არგენტინელი ტალანტი „რომასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მატიას სულეს „იუვენტუსში“ 21 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელმა გასული სეზონი იჯარით „ფროზინონეში“ გაატარა, სადაც 39 შეხვედრაში თავი 11 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127359