ფეხბურთი

19:22 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიას" დირექტორი: "ჰუმელსისგან პასუხს ველოდებით"

„ბოლონიას“ ვეტერანი გერმანელი მცველის, მატს ჰუმელსის დამატება სურს, რომელიც თავისუფალი აგენტია.

მედიაში ეს ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდება, მაგრამ ამჯერად ცნობა „ბოლონიას“ გენერალურმა დირექტორმა კლაუდიო ფენუჩიმ დაადასტურა.

„ჰუმელსისგან პასუხს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მალე გვიპასუხებს, რამდენიმე დღე ითხოვა დასაფიქრებლად, ამაში უცნაური არაფერია“, - თქვა ფენუჩიმ.

მატს ჰუმელსს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა. „ბოლონია“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რიკარდო კალაფიორის შემცვლელს ეძებს, რომელიც ლონდონის „არსენალში“ გადადის.

0.11591