ფეხბურთი

14:47 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტრიპიერი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს

„ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების 33 წლის მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი შესაძლოა საუდის არაბეთის გუნდში გადავიდეს - წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა მომგებიანი შეთავაზება ახლო აღმოსავლეთის უსახელო კლუბისგან მიიღო.

გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ტრიპიერმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (2:1).

ტრიპიერი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მცველმა „კაჭკაჭების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.111005