ფეხბურთი

13:54 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ და „ბარსელონა“ კანსელუს ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

„ბარსელონა" ვერ აღწევს შეთანხმებას „მანჩესტერ სიტისთან“ მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის თაობაზე - წერს Mundo Deportivo. კანსელუ შარშანდელი აგვისტოდან „ბარსელონაში“ „სიტიდან“ იჯარით თამაშობს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი იმაზე ნაკლებ თანხას სთავაზობს, ვიდრე „სიტის“ სურს მიიღოს.

კანსელუთი საუდის არაბეთის კლუბებიც დაინტერესდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატს „ბარსელონას“ ალტერნატივად ხედავს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის აგენტმა „მილანსა“ და „იუვენტუსს“ ჰკითხა, სურდათ თუ არა კანსელუს შეძენა.

30 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ „იუვენტუსიდან“ 2019 წლის აგვისტოში გადავიდა. ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში მცველმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11859