იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებას მიიღებს - წერს ონლაინ გამოცემა Calciomercato.com.
წყაროს ცნობით, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ადრე დელეგაციის ხელმძღვანელად მუშაობდა და აშკარა უფლებამოსილებები არ გააჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუფონი ახლა ქვეყნის პირველი და ახალგაზრდული გუნდების სპორტული დირექტორი გახდება.
ლეგენდარულმა მეკარემ თანამდებობა იტალიის ნაკრებში 2023 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ მიიღო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუფონს შეიძლებოდა ევრო 2024-ზე მარცხის შემდეგ „სკუადრა აძურა“ დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა B ჯგუფში (ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან) ოთხი ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ევრო 2024-ის მერვედფინალში იტალიელები შვეიცარიის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:2) და ტურნირი დატოვეს.