ფეხბურთი

11:46 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ" მარესკას ხელმძღვანელობით პირველ მატჩში „რექსჰემი“ ვერ დაამარცხა

დღეს, 25 ივლისს, ინგლისური „ჩელსისა“ და უელსური „რექსჰემის“ ამხანაგური მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. ისინი სანტა კლარაში (აშშ) თამაშობდნენ.

ამ შეხვედრით გუნდებმა ამერიკული ტურნე დაიწყეს. „ჩელსისთვის“ ეს მატჩი პირველი იყო ახალი მთავარი მწვრთნელის ენცო მარესკას ხელმძღვანელობით.

35-ე წუთზე ანგარიში „ჩელსის“ ნახევარმცველმა კრისტოფერ ნკუნკუმ გახსნა. 58-ზე „რექსჰემის“ მცველმა ლუკ ბოლტონმა საპასუხო გოლი გაიტანა. 13 წუთის შემდეგ, თავდამსხმელმა ჯეკ მარიოტმა უელსელები დააწინაურა. „არისტოკრატებმა“ 82-ე წუთზე ნახევარმცველ ლესლი უგოჩუკვუს გოლით გაათანაბრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116903