არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფა-ში საჩივარი შეიტანა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მაროკოს წინააღმდეგ საკამათო მატჩის შემდეგ.
„არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ მაროკოს ნაკრებთან მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ, ოფიციალური საჩივარი შევიტანეთ ფიფას სადისციპლინო კომისიაში და მოვითხოვეთ საჭირო მარეგულირებელი ზომების მიღება.
უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ლამაზი სპორტის, ფეხბურთის მშვიდობიანი განვითარების მხარდამჭერების უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მატჩის 90+16-ე წუთზე არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის კრისტიან მედინას გოლის შემდეგ, რის წყალობითაც მატჩში ანგარიში გათანაბრდა, სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს მაშხალები ესროლეს, ასევე მაროკოს ნაკრების გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ. არეულობის გამო თამაში შეჩერდა. მატჩი ორი საათის შემდეგ განახლდა, გოლი ვარ-ზე გადაამოწმეს, თამაშგარე მდგომარეობა დაადგინეს და გააუქმეს. შედეგად მაროკოელებმა 2:1 გაიმარჯვეს.