ფეხბურთი

1:47 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრები გაძარცვეს

პარიზის ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრები გაძარცვეს. ამის შესახებ განცხადება არგენტინის ფეხბურთელთა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ გააკეთა.

„გუშინ ვარჯიშზე გაგვძარცვეს. ტიაგო ალმადას საათი და ბეჭდები მოჰპარეს, ეს ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა. არაფრის თქმა არ გვინდოდა, მაგრამ არ გვინდა, რომ მსგავსი რამ კიდევ მოხდეს. ტიაგოს ნივთები მაშინ მოიპარეს, როცა ის შხაპს იღებდა“, - თქვა მასკერანომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა პირველ ტურში მაროკოსთან 1:2 დამარცხდა. ეს მატჩი სკანდალური გამოდგა, რადგან არგენტინელებმა ბოლო წუთზე გაათანაბრეს, მატჩი დასრულდა, მაგრამ 2 საათის შემდეგ მსაჯმა თამაში განაახლა და არგენტინელთა გოლი გააუქმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101174