ფეხბურთი

21:21 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე მატჩი 2 საათის შემდეგ განახლდა, გოლი გააუქმეს და არგენტინა დამარცხდა
ეს მატჩი ფეხბურთის ისტორიაში შევა

პარიზის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი დიდი სკანდალით დაიწყო.

პირველ ტურში არგენტინა და მაროკო ერთმანეთს სენტ ეტიენში შეხვდნენ, სადაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-16 წუთზე კრისტიან მედინამ ანგარიში გაათანაბრა (2:2) და არგენტინა თითქოს მარცხისგან იხსნა.

ამ გოლის შემდეგ მოედანზე მაროკოელი ქომაგები შევარდნენ, არგენტინელ ფეხბურთელებზე აგრესიაც გამოავლინეს, მათ შეხვედრა დასრულებული ეგონათ. მატჩი შეწყდა, შემდეგ გამოაცხადეს, რომ მატჩი დასრულდა, მაგრამ საოცრება მოხდა: მსაჯმა 2-საათიანი პაუზის შემდეგ მატჩი განაახლა, არგენტინელთა გოლი თამაშგარის გამო გააუქმა და ამრიგად, მაროკომ 2:1 მოიგო...

ფეხბურთის ისტორიაში ეს მატჩი ნამდვილად შევა, რადგან ძალიან იშვიათი რამ მოხდა - VAR-მა გოლი 2-საათიანი პაუზის შემდეგ გააუქმა. ეს ახალი ფურცელია ფეხბურთის ისტორიაში.

0.136596