ფეხბურთი

19:15 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი დაიწყო: ესპანეთმა მოიგო

პარიზის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად და საზეიმოდ 26 ივლისს გაიხსნება, მაგრამ საფეხბურთო ტურნირი უკვე დაიწყო. პირველი ტურის მატჩები გაიმართა A და B ჯგუფებში.

A ჯგუფში ესპანეთმა უზბეკეთი დაამარცხა. „ლა როხა“ მარკ პუბილმა დააწინაურა, რასაც ტაიმის მიწურულს პენალტით ელდორ შომუროდოვმა უპასუხა.

მეორე ტაიმში კი, გამარჯვების გოლი სერხიო მოგესმა გაიტანა 62-ე წუთზე, რომელმაც სამი წუთით ადრე პენალტი ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ესპანეთმა 2:1 მოიგო. ესპანეთი 27 ივლისს, დომინიკის რესპუბლიკას დაუპირისპირდება, ხოლო უზბეკეთი - ეგვიპტეს.

არგენტინის ოლიმპიური ნაკრები მაროკოსთან მარცხს თითქოს გადაურჩა. სოფიან რაჰიმის დუბლით აფრიკელები 68-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, რასაც დიეგო სიმეონეს შვილმა, ჯულიანო სიმეონემ უპასუხა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-16 წუთზე კრისტიან მედინამ არგენტინას ქულა თითქოს გადაურჩინა...

მოედანზე მაროკოელი ქომაგები შევარდნენ, არგენტინელ ფეხბურთელებზე აგრესიაც გამოავლინეს, მათ ფეხბურთელებს ბოთლები დაუშინეს და შეხვედრა დასრულებული ეგონათ. მატჩი შეწყდა, შემდეგ გამოაცხადეს, რომ მატჩი დასრულდა, მაგრამ საოცრება მოხდა: მსაჯმა 2-საათიანი პაუზის შემდეგ მატჩი განაახლა, არგენტინელთა გოლი თამაშგარის გამო გააუქმა და მაროკომ 2:1 მოიგო... ფეხბურთის ისტორიაში ეს თამაში ნამდვილად შევა...

არგენტინა მეორე ტურში 27 ივლისს, ერაყს შეხვდება, ხოლო მაროკო - უკრაინას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117319