„ასტონ ვილა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელით, ჟოაუ ფელიქსით დაინტერესდა - გვამცნობს The Guardian.
ბირმინგემური კლუბი 24 წლის პორტუგალიელს მუსა დიაბის შემცვლელად განიხილავს, რომელიც კარიერას საუდურ „ალ-იტიჰადში“ გააგრძელებს.
ფეხბურთელისთვის „ბენფიკაც“ იბრძვის.
2023/24 წლების სეზონში ფელიქსი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ იჯარით თამაშობდა. ფორვარდმა კატალონიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 10 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.