საფეხბურთო კლუბი „ბორდო“ ფინანსური პრობლემების გამო ადმინისტრაციული მართვის ქვეშ გადავა და საფრანგეთის მესამე დივიზიონში დაქვეითდება. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა RMC Sport იტყობინება.
წყაროს ცნობით, ჟირონდელებმა ახლა საფეხბურთო ხელისუფლებას უნდა მიაწოდონ გარანტიები, რომ მათ აქვთ საკმარისი სახსრები ნასიონალ ლიგაში დარჩენისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს მეოთხე ან მეხუთე დივიზიონში დაქვეითების საფრთხე დაემუქრება.
ამავე სახელწოდების ქალაქ ბორდოს „ბორდო" 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს საფრანგეთის ლიგა 2-ში.
გასული სეზონი „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე დაასრულა. გუნდმა 38 მატჩის შემდეგ 50 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ 2022-24 წლებში „ბორდოში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა, რომელმაც ახლახან ფრანგულ ლიგა 1-ში დაბრუნებულ „სენტ ეტიენთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი.