ფეხბურთი

14:18 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ საკუთარი მუშაობა შეაფასა

„მანჩესტერ იუნაიტედისა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ინგლისურ კლუბში თავისი მუშაობა შეაფასა.

„ჩემს მოსვლამდე კლუბს ექვსი წელი არ მოეგო ტიტულები. ამ ორ სეზონში კი ჩვენ უფრო მეტი ტიტული მოვიგეთ ინგლისურ ფეხბურთში, ვიდრე სხვამ, ცხადია, გვარდიოლას გარდა. ასე რომ, ჩვენ ძლიერ პოზიციაზე ვართ“, - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს The Times.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 60 ქულა დააგროვა და მერვე ადგილი დაიკავა.

ასოციაციის თასზე ნიდერლანდელის თავკაცობით გუნდი ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.

ივლისის დასაწყისში ინგლისურმა კლუბმა ტენ ჰაგთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112459