ფეხბურთი

12:48 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ შესაძლოა ფედერიკო კიეზა თავისუფალი აგენტის სტატუსით 2025 წლის ზაფხულში გაიფორმოს

მილანის „ინტერი" „იუვენტუსის“ გარემარბით, ფედერიკო კიეზათი დაინტერესდა - წერს Calciomercato.it.

წყაროს ცნობით, მილანურ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა არ სურს. გუნდის მენეჯმენტი მზადაა კიეზა თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთ წელიწადში გაიფორმოს.

იტალიელ გარემარბსა და „“იუვენტუსს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რომა“ კიეზას შეძენას აპირებდა და ფეხბურთელს წელიწადში 5,5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობდა.

კიეზა „იუვენტუსში“ „ფიორენტინადან“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 44,6 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში კიეზამ 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112719