მაიამის „ინტერის“ ფორვარდები ლიონელ მესი და ლუის სუარესი ტრავმების გამო გამოტოვებენ MLS-ისა და მექსიკის ლიგის ვარსკვლავების მატჩს - გვამცნობს ESPN.
37 წლის არგენტინელი კოლუმბიის ნაკრებთან 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში (1:0) დაშავდა. კოლუმბიელ ლუის დიასთან შეტაკების შემდეგ მესის კოჭი დაებერა.
სუარესი კი მატჩში მუხლის არეში დისკომფორტის გამო არ ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში სხვა ყოფილი ბარსელონელები, მცველი ჟორდი ალბა და ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიიღებენ მონაწილეობას.
MLS-სა და მექსიკის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩი 25 ივლისს კოლუმბუსში გაიმართება და თბილისის დროით 4:00 საათზე დაიწყება.
25 ტურის შემდეგ MLS-ის ცხრილს მაიამის „ინტერი“ 53 ქულით ლიდერობს.