ფეხბურთი

1:30 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ჰოიბერგი დაიმატა

მარსელის „ოლიმპიკმა“ დანიის ნაკრების ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჰოიბერგი 2020 წლიდან „ტოტენჰემში“ თამაშობდა, სადაც 184 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მანამდე დანიელი „ბაიერნის“, „აუგსბურგის“, „შალკეს“ და „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107336