ფეხბურთი

19:21 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" და "მანჩესტერი" დე ლიხტის ფასზე ვერ თანხმდებიან

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მატეის დე ლიხტთან შეთანხმება მიღწეული აქვს, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეთანხმებას ჯერჯერობით ინგლისელები ვერ ახერხებენ.

„მანჩესტერი“ მზადაა ნიდერლანდელ მცველში 30 მილიონი ევრო და ბონუსები გადაუხადოს, მაგრამ გერმანელები მინიმუმ 50 მილიონს ევროს ითხოვენ. შესაბამისად, ჯერჯერობით, ტრანსფერზე შეთანხმება არ არსებობს.

ამავდროულად, „მანჩესტერმა“ „ლილიდან“ 18 წლის ფრანგი მცველი ლენი იორო 62 მილიონ ევროდ უკვე შეიძინა, რის გამოც არც ისაა გამორიცხული, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ დე ლიხტის ტრანსფერზე უარი თქვან.

მატეის დე ლიხტი „ბაიერნმა“ 2022 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ 72 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ნიდერლანდელმა გერმანულ გრანდში მოლოდინი ვერ გაამართლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122266