ფეხბურთი

17:10 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი: "სტადიონზე ხალხი კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების სანახავად დადის"

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა დრის მერტენსმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც „ნაპოლის“ და ბელგიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა აღნიშნა, კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელების სანახავად დადის ხალხი სტადიონზე.

„არ ვიცი, რა გახდა გასულ სეზონში „ნაპოლის“ წარუმატებლობის მიზეზი, შესაძლოა, ჩემპიონობა ძალიან დიდხანს იზეიმეს (იღიმის - რედ). ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იქნებოდა, ასეთი მოვლენა აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ მართო სიტუაცია.

კვარაცხელია თუ მომწონს? ვის არ მოსწონს? ხალხი სტადიონზე მისნაირი ფეხბურთელების სანახავად მიდის. ძალიან სანახაობრივი ფეხბურთელია და 2023 წლის სკუდეტოც დიდწილად მისი დამსახურებაა“, - თქვა მერტენსმა.

შეგახსენებთ, რომ დრის მერტენსი „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირია 397 შეხვედრაში გატანილი 148 გოლით.

0.114504