ფეხბურთი

11:33 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვარანი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

იტალიური „კომო“ რაფაელ ვარანს დაიმატებს. ფრანგ მცველთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ ოფიციალური განცხადებაღა რჩება გასაკეთებელი.

ვარანი „კომოსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით. 31 წლის ფეხბურთელი პატარა ლომბარდიულ კლუბში გადასვლაზე მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა და ტიერი ანრიმ დაიყოლიეს, რომელიც კლუბის აქციების მეწილეა.

„კომო“ სერია A-ში 2003 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს და დიდი ამბიციები აქვს.

რაფაელ ვარანმა ბოლო სამი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და 95 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მან კარიერა „ლანსში“ დაიწყო, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი, „რეალში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124705