მათე კვირკვიამ აზერბაიჯანული „კაპაზი“ დატოვა და კარიერას „კარმიოტისაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„კარმიოტისა“ კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია. მათემ გასულ სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 31 შეხვედრაში თავი 5 გოლით და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.
28 წლის ფეხბურთელს „ვიტ ჯორჯიაში“, „ზესტაფონში“, „დილაში“, „ტორპედოში“, „დინამო ბათუმში“, „დინამო თბილისში“, „სამტრედიასა“ და „გაგრაში“ აქვს ნათამაშები.