კარიერის მიწურულს თურქეთში გადაბარგებული, ერთ დროს არგენტინული ფეხბურთის იმედად სახელდებული მაურო იკარდი თავის ცოლსა და პირად აგენტს, მოდელსა და საზოგადო მოღვაწე ვანდა ნარას იმდენჯერ დაშორდა და შეურიგდა, იმის დათვლას „პლეხანოვის“ „საჭაშნიკეს“ ლეგენდარული მებუფეტის ხის საანგარიშოც კი არ ეყოფა.
ამ ერთი კვირის წინ წყვილი ისევ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ვანდა ამბობს რომ ამჯერად რომელიმეს მხრიდან ღალატი და სხვის სარეცელში კოტრიალი სულაც არ ყოფილა მიზეზი. რთული სათქმელია რატომ, მაგრამ ვანდამ გადაწყვიტა თავის მრავალწახნაგოვან ცხოვრებას კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეს და საამისოდ მარტო ყოფნა ესაჭიროება.
მავანნი იმასაც ამბობენ, რომ ათას ქალაქის ფილაქანზე მოდრეიფე ვანდას უბრალოდ სტამბული მოსწყინდა და მიზეზს ეძებს, რომ იტალიაში დაბრუნდეს და ძველი დრო გაიხსენოს. წლების მატების დარდითა და შვილებით დახუნძლულ ვანდას თუ კიდევ იტალიის მონატრების ილაჯი აქვს - ღმერთმა გაუმარჯოს!
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მრავალშვილიანი, მიზანდასახული, საქმიანი, ლამაზი ქალია ვანდა და თავისი ფუჩუს დილიხორზე აქვს ცხოვრება აწყობილი.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, თუ რა ხალხს ირჩევენ ხოლმე არგენტინელები მმართველებად ( ახლანდელი პრეზიდენტიც მათ შორის), სტატიაში მოყვანილი სიტყვები "საზოგადო მოღვაწე" არცთუ ალოგიკურად მოგეჩვენებათ ნარასთან მიმართებაში ))
ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო... )))