ფეხბურთი

12:22 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი სიმეონემ შესაძლოა "ნაპოლი" დატოვოს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და არგენტინელმა ფორვარდმა შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

იტალიური მედია 29 წლის ფეხბურთელს „ლაციოს“ და „ტორინოს“ უკავშირებენ. ფავორიტად „ლაციო“ მიიჩნევა, რომელიც ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებს.

ჯოვანი სიმეონე „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 70 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. მანამდე „ვერონაში“, „კალიარიში“, „ფიორენტინაში“, „ჯენოაში“, „ბანფილდსა“ და „რივერ პლეიტში“ თამაშობდა.

0.121089