ლონდონის „არსენალი“ „ბოლონიადან“ ნიჭიერ იტალიელ მცველს, რიკარდო კალაფიორის დაიმატებს.
მხარეები ძალიან ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან. „არსენალი“ 40 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. აღსანიშნავია, რომ თანხის ნახევარს „ბოლონია“ მიიღებს, ნახევარ - „ბაზელი“, რომელიც ფლობდა იტალიელი მცველის სატრანსფერო უფლებებსაც. რიკარდო „მეთოფეებთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელის დამატება „იუვენტუსსაც“ სურდა, მაგრამ „ბოლონიამ“ მისი გაყიდვა უცხოეთში ამჯობინა.
კალაფიორიმ გასულ სეზონში „ბოლონიას“ რიგებში 33 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და დიდებული სეზონი ჩაატარა. მან თავი ევრო 2024-ზეც გამოიჩინა, იტალიის ნაკრებში ნათელი წერტილი იყო.
კალაფიორი „რომას“ აღზრდილია, 22 წლის ფეხბურთელს ასევე აქვს ნათამაშები „ჯენოასა“ და „ბაზელში“.