რაგბი

11:45 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის სერიის ტესტებზე ბოლო შეხვედრა ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა. რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქესთან ბევრი იბრძოლა, თუმცა, 29:40 დამარცხდა.

ანგარიში ბორჯღალოსნებმა ლუკა მატკავას ჯარიმით გახსნეს და 3:0 დაწინაურდნენ, მაგრამ "ვოლაბებმა" წინ გასვლა მალევე შეძლეს და ანგარიშში 16 ქულით გაიჭრნენ - 19:3. პირველ ტაიმში ბაბუნაშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის ლელო დადო და ლუკა მატკავამ გარდასახა. 36-ე წუთზე ავსტრალია მოედანზე 14 კაცით დარჩა, თუმცა კაცნაკლულმა მეტოქემ, 10 ქულიანი ფორა მაინც შეინარჩუნა. ლელო მაკგრეიგმა მიითვალა, რომელიც დონალდსონმა გარდასახა. ამრიგად 40-წუთიან ბრძოლაში 26:10 დავმარცხდით.

პირველისგან განსხვავებით ქართველმა მორაგბეებმა მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარეს. სტარტზევე მეტოქის ჩათვლის წერტილში ბურთი დავით ნინიაშვილმა დაამიწა. მალევე, აკაკი ტაბუცაძე თავისივე გადაკიდებულ ბურთს დაეწია და შესანიშნავი ლელო დადო. ორივე შემთხვევაში მატკავა კვლავ უშეცდომო იყო. საქართველომ ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა.

კოკერილის შეგირდებმა 69-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გაიტანეს. დუბლი ტაბუცაძემ მიითვალა და ეს ჩვენი გუნდის ბოლო ქულები აღმოჩნდა. აკაკისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში მე-40 ლელო იყო. ნინიაშვილის ყვითელი ბარათით კი მეტოქემ ისარგებლა და 2 გარდასახული ლელოთი კვლავ ორნიშნა სხვაობა დაფიქსირდა. საბოლოოდ, ბორჯღალოსნები ბრძოლაში 29:40 დამარცხდნენ.

აღნიშნული მატჩი სანდრო თოდუასთბის 115-ე იყო და ის ამ შედეგით მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115894