„ბარსელონას“ „ლაიფციგის“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, დანი ოლმოს შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
„ბარსამ“ ფეხბურთელის აგენტებს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნეს. კატალონური კლუბი დანის 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხოლო მზადაა „ლაიფციგს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.
დანი ოლმომ ევრო 2024-ზე შესანიშნავად ითამაშა და ესპანეთის ნაკრების ჩემპიონობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.