ფეხბურთი

12:20 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" მატიას სულეს შეძენა სურს

იტალიურ „რომას“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, მატიას სულეს შეძენას ცდილობს.

იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა მზადაა „იუვეს“ 21 წლის შემტევში 26 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია ფეხბურთელის სურვილიც, რომელსაც სურს „რომაში“ გადასვლა.

სულეს მიმართ ინტერესს „ლესტერ სიტიც“ იჩენს, რომელიც თავის მხრივ, 30 მილიონი ევროს გადახდასაა თანახმა. ტურინული გრანდის ხელმძღვანელები კი, ჯერჯერობით 35 მილიონ ევროს ითხოვენ.

მატიას სულეს „იუვენტუსში“ 21 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელმა გასული სეზონი იჯარით „ფროზინონეში“ გაატარა, სადაც 39 შეხვედრაში თავი 11 გოლით გამოიჩინა.

0.111439