ფეხბურთი

18:33 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კასპერ შმეიხელი "სელტიკში" გადავიდა

გლაზგოს „სელტიკმა“ ვეტერანი დანიელი მეკარე კასპერ შმეიხელი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

37 წლის კიპერმა შოტლანდიის ჩემპიონთა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შმეიხელს კარიერის საუკეთესო წლები „ლესტერ სიტიში“ აქვს გატარებული, გასულ სეზონში კი, ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119143