„მარსელმა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი საუდის არაბეთში გაასხვისა. „ალ-ქადსიამ“ 35 წლის ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგულმა კლუბმა 10 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო გაბონელმა არაბებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. „ალ-ქადსიამ“ ობამეიანგის გარდა მიმდინარე ზაფხულს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც ნაჩო, კოენ კასტეელსი და ნაჰიტან ნანდესი არიან.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გასულ სეზონში „მარსელის“ მაისურით 51 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. მას „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოში“, „სენტ ეტიენში“, „დორტმუნდში“, „არსენალში“, „ბარსელონაში“ და „ჩელსიში“ უთამაშია.