ფეხბურთი

12:44 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი და ნევეში პსჟ-ში გადასვლაზე შეთანხმდნენ

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ წინ მიიწევს მოლაპარაკებებში იტალიურ „ნაპოლისთან“ და პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენისა და ნახევარმცველის ჟოაუ ნევეშის ტრანსფერების თაობაზე - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელი ტრანსფერზე დათანხმდა და კლუბებს შორის მოლაპარაკების შედეგებს ელოდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის განშორდეს ნიგერიელ ფეხბურთელს, თუ პსჟ 130 მილიონ ევროს გადაიხდის. „ბენფიკა“ და პარიზული კლუბი კი თანხის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან. პორტუგალიური კლუბი ფეხბურთელში დაახლოებით 120 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს, პარიზელები კი 60 მილიონ ევროს და კიდევ 10 მილიონს ბონუსების სახით სთავაზობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183897