ფეხბურთი

1:59 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტნად დანიშნეს

პოლონური „კრაკოვიას“ კაპიტნად ოთარ კაკაბაძე დანიშნეს. ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

სეზონის წინ სამი კაპიტანი აირჩიეს: პირველი კაპიტანი კაკაბაძე იქნება, ვიცე-კაპიტნის ფუნქციას იაკუბ იუგასი შეასრულებს, ხოლო მესამე კაპიტანი ვეტერანი და ცნობილი პოლონელი მცველი, კამილ გლიკია.

ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 74 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. მან პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

კაკაბაძეს ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „ხიმნასტიკში“, „ესბიერგში“, „ლუცერნსა“ და „ტენერიფეში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117579