ბათუმელებს პირველ მატჩში მარცხის შემდეგ (1:3) შინ, ბათუმში სწრაფი გოლი სჭირდებოდათ და თამაში მათთთვის ჩინებულად დაიწყო, უკვე მე-3 წუთზე ლადო მამუჩაშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმით გახსნა ანგარიში.
მე-6 წუთზე ლადომ ისევ გაიტანა, მაგრამ ხორვატმა მსაჯმა ერთობ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, ქართველი ფეხბურთელი მეტოქესთან ბრძოლაში დააჯარიმა და გოლი არ ჩათვალა.
მე-12 წუთზე პაატა ღუდუშაურმა მეტოქე ნიდერლანდელ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ოდნავ გადააცილა კარს ზემდან. მაშინვე ბათუმელთა შეტევის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
დაახლოებით პირველი 13-15 წუთი მასპიძლებს აშკარა უპირატესბა ეპყრათ, სტადიონიც მხურვალედ ქომაგობდა ზღვისპირელებს.
მერე თამაში გათანაბრდა და ტაიმის ბოლოს სტუმტრბმა ხარიხასაც მოარტყეს ბურთი.
89-ე წუთზე ბათუმელებმა რაღაც შტურმისმაგვარი მოაწყეს. ჯერ ონორე გომისის დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს, შემდეგ გამოვარდნილ ბურთზე პაატა ღუდუშაური ცდილობდა დამატებას მაგრამ მცველს მოარტყა.
მალევე გომისი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გამოცდილმა ნიდერლანდელმა სერჯიო პადტმა აჯობა.
ბათუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდათ. საბოლოოდ მათ 1:0 გაიმარჯვეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ტურნირს დაემშვიდობნენ.
ახლა დემჩენკოს შეგირდები კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ და ჩერნოგორიულ „დეჩიჩს“ დაუპირიირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი. 17 ივლისი
დინამო (ბათუმი, საქართველო) - ლუდოგორეცი (რაზგრადი, ბულგარეთი) – 1:0
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა’“.
პირველი მატჩი: 1:3
1:0 მამუჩაშვილი (3)
დინამო: სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (მარა 63), ღუდუშაური (ფაჩულია 90), ბლესა (ტამბედუ 72), გომისი
მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო
ლუდოგორეცი: პადტი, ვირტი, ალმეიდა, სუნდბერგი, სონი, პედრო ნარესი, ჩიჩევი, პიოტროვსკი (დუარტე 84), ტეკპატეი, საკკო, რიკი (ვიდალი 77)
მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიენი
მსაჯი: დარიო ბელი (ხორვატია)
გაფრთხილება: ნავარესი (45+4), ტეკპეტეი (49), რიკი (55), ვიტრი (66), პიოტროვსკი (83)
ბურთის ფლობა: 54-46; დარტყმა: 3(5)-4(2); თამაშგარე: 2-0; ჯარიმა: 11-17; კუთხური: 5-1;