ფეხბურთი

21:50 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტიომ რებროვმა გიორგი მამარდაშვილს ევრო 2024-ის აღმოჩენა უწოდა

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, არტიომ რებროვმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეების შესახებ შეკითხვას უპასუხა. მან ტურნირის აღმოჩენად საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

არ ვარ პიკფორდის ქომაგი. მის თამაშში ბევრი საკამათო მომენტი იყო. ჩემპიონატი არ გამოირჩეოდა მეკარეების განსაკუთრებული თამაშით. გასაგებია, რომ ესპანელი უნაი სიმონი გამარჯვებულია, მაგრამ მის კართან განსაკუთრებული მომენტები არ ყოფილა. მეკარეებს შორის იტალიელ ჯიჯი დონარუმას გამოვყოფდი, ქართველ გიორგი მამარდაშვილს კი აღმოჩენას დავარქმევ. ის შორს წავა, მას კარგი მომავალი აქვს“, - ციტირებს ციტირებს რებროვის სიტყვებს championat.com.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113702