ფეხბურთი

20:43 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰეიტინგა „ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

„ევერტონის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ჰეიტინგა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის ასისტენტად დაინიშნა.

„40 წლის ფეხბურთელი არნე სლოტის შტაბის ბოლო დამატებაა 2024/2025 წლების სეზონის დაწყებამდე. ჰეიტინგამ სახელი გაითქვა, როგორც ცენტრალურმა მცველმა, სათამაშო კარიერის განმავლობაში, მოიგო 87 მატჩი ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში და ითამაშა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „აიაქსი,“ „ატლეტიკო,“ „ევერტონი“, „ფულემი“ და „ჰერტა,“ რომელიც 2016 წელს დატოვა.

შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, მუშაობდა „აიაქსის“ სხვადასხვა ახალგაზრდულ გუნდთან. ამის შემდეგ ჰეიტინგა ამსტერდამური კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე.

გასულ სეზონში ჰეიტინგა „ვესტ ჰემში“ მენეჯერის ასისტენტად მუშაობდა.ახლა ის შეუერთდება სლოტის გუნდს და დაეხმარება „ლივერპულს“ ახალი სეზონისთვის მომზადებაში“, - ნათქვამია ინგლისური კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115611