კალათბურთი

13:48 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა "სან ანტონიოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მომდევნო სეზონშიც „სან ანტონიოში“ ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლოს ამოიწურა, ისინი შეთანხმდნენ ერთწლიან კონტრაქტზე, რომლის განმავლობაში სანდრო 2.2 დოლარს მიიღებს.

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ ბოლო ორი სეზონი გაატარა და საშუალოდ 6.1 ქულას, 4.2 მოხსნას და 1.5 პასს აგროვებდა. მანამდე 25 წლის კალათბურთელი NBA-ში „მილუოკი ბაქსის“ რიგებში ირჯებოდა.

0.114218