ფეხბურთი

0:10 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "პირველმა მატჩმა გვანახა, რომ "ლუდოგორეცი" არც ისე საშიშია, როგორც გვეგონა"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა „ლუდოგორეცთან“ მატჩამდე განაცხადა, სურთ, რომ ისტორია დაწერონ.

„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან, ამიტომაც, შეხვედრა მოუთმენლად ველოდებით. გვსურს ამ მატჩში რეაბილიტაცია, წინა თამაშმა გვანახა, რომ „ლუდოგორეცი“ არც ისე საშიშია, როგორც ვფიქრობდით. ხვალინდელი მატჩი დიდ იმედებს გვაძლევს, გვსურს მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა გავუმართოთ და ისტორია დავწეროთ. თუ იქნება დადებითი შედეგი, წამოვწევთ როგორც ფეხბურთელების, ასევე ქართული ფეხბურთის რეიტინგს, ასე რომ ამ მატჩს დიდი იმედებით ველოდებით“, - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმს“ პირველი მატჩი 1:3 აქვს წაგებული, საპასუხო შეხვედრა კი 21:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე მინსკის „დინამოს“ შეხვდება, დამარცხებული კი, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

0.115718