სხვა

18:58 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მთავრობამ ოლიმპიადაზე მედალოსნებისთვის საპრიზო ფონდი დააწესა

საქართველოს მთავრობამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედალოსნებზე საპრიზო ფონდი დააწესა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ოლიმპიადზე ოქროს მედალოსანი სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 250 000 ლარს.

პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. საქართველო 28 სპორტსმენით იასპარეზებს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოს ისტორიაში. მონაწილე სპორტსმებემა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს.

გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები, როგორც წინა ოლიმპიადაზე, ამჯერადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნებიან.

0.114324