საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების დასკვნითი ეტაპისა და პარიზში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა შესახებ.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე (პარიზი, 26 ივლისი - 11 აგვისტო, 2024 წ.) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა და დელეგაციის ხელმძღვანელი.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი , უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე-უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე
პარიზი - 2024 (26ივლისი - 11 აგვისტო)
ოლიმპიური სოფელი
ტყვიის სროლა
1. სალუქვაძე ნინო - (10მ, 25მ)
2. ქადაგიძე ლევანი - მწვრთნელი
ფარიკაობა
3. ბაზაძე სანდრო - ხმალი
4. ბაუერი კრისტიანი - მწვრთნელი
5. ბაზაძე მერაბი - ფედერაციის პრეზიდენტი
ძალოსნობა
6. მიშველიძე შოთა - 61 კგ
7. ჩხეიძე ირაკლი - 102 კგ
8. ტალახაძე ლაშა + 102 კგ
9. ასანიძე გიორგი - მთავარი მწვრთნელი
10. გახოკიძე ავთანდილი - მწვრთნელი
11. კახიაშვილი კახი - ფედერაციის პრეზიდენტი
ძიუდო
12. სარდალაშვილი გიორგი - 60 კგ
13. მარგველაშვილი ვაჟა - 66 კგ
14. შავდათუაშვილი ლაშა - 73 კგ
15. გრიგალაშვილი ტატო - 81 კგ
16. ბექაური ლაშა - 90 კგ
17. სულამანიძე ილია - 100 კგ
18. თუშიშვილი გურამი + 100კგ
19. ლიპარტელიანი ეთერი - 57 კგ
20. ასკილაშვილი ეთერი - 63 კგ
21. სომხიშვილი სოფიო +78 კგ
22. გუჯეჯიანი ლაშა - მთავარი მწვრთნელი
23. მოდებაძე გურამი - მწვრთნელი
24. ჟორჟოლიანი ლომერი - მწვრთნელი
25. თენაძე გია - მთავარი მწვრთნელი
26. ქევხიშვილი დავითი - ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი
27. ათაბეგაშვილი გიორგი - ფედერაციის პრეზიდენტი
კრივი
28. გურული ლაშა - 63.5 კგ
29. ყუშიტაშვილი გიორგი - 92 კგ
30. ჭიჭინავა ბეჟანი - მთავარი მწვრთნელი
31. ტლაშაძე ილია - მწვრთნელი
ბატუტზე ხტომა
32. გოლოვინა ლუბა
33. გოლოვინა ლუდმილა - მწვრთნელი
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
34. ძებისაშვილი გოდერძი - 65 კგ
35. გამყრელიძე ვლადიმერ - 86 კგ
36. მაჭარაშვილი გივი - 97 კგ
37. პეტრიაშვილი გენო - 125 კგ
38. იანტბელიძე გიორგი -მთავარი მწვრთნელი
39. ხურცია დავითი - მწვრთნელი
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
40. ზოიძე რამაზი - 67 კგ
41. გობაძე ლაშა - 87 კგ
42. კობლიაშვილი რობერტი - 97 კგ
43. გეგეშიძე ვლადიმერი - მთავარი მწვრთნელი
44. როყუა ბექა - მწვრთნელი
45. გეგეშიძე თამაზი - ფედერაციის პეზიდენტი
მძლეოსნობა
46. ხარჩილავა ლიკა - 100 მ
47. მანთიძე დავით - მთავარი მწვრთნელი
ცურვა
48. ფანცხავა ნოე - გულაღმა ცურვა 100მ
49. ნიჟარაძე ანა - ბატერფლაი 100მ
50. ხომასურიძე ზურაბი - მთავარი მწვრთნელი
ადმინისტრაცია
51.ბერიშვილი ელგუჯა - მისიის ხელმძღვანელი
52. ესაკია გიორგი - ადმინისტრაციული პერსონალი
53. აფციაური რუსუდან - ადმინისტრაციული პერსონალი
54. ომანაძე თეონა - პრესატაშე
55. მაისურაძე ალექსანდრე - ადმინისტრაციული პერსონალი
56. ტუნაძე ფირუზი - სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი
57. ჭინჭარაული გიორგი - სამედიცინო პერსონალი
58. ღიბრაძე რულსანი - სამედიცინო პერსონალი
59. მგელაძე გიორგი - სამედიცინო პერსონალი
60. თელია ავთანდილი - სამედიცინო პერსონალი
61. მგელაძე თემური - სამედიცინო პერსონალი
62. ღონღაძე ლაშა - სამედიცინო პერსონალი
63. ომარაშვილი ვაჟა - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
64. ხაბელოვი ლერი - პრეზიდენტი
65. ხაბარელი მამუკა - ვიცე პრეზიდენტი
66. ზენაიშვილი ემზარი - გენერალური მდივანი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
67. წულუკიანი თეა - მინისტრი
68. ბაღათურია იოსები - მინისტრის პირველი მოადგილე
69. ებრალიძე თენგიზი - სამინისტროს თანმშრომელი