ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა გარეთ საუთგეიტმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
„102 თამაშის და ინგლისის ნაკრებში თითქმის რვა წლიანი მუშაობის შემდეგ, გარეთ საუთგეიტმა გამოაცხადა, რომ ტოვებს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას", - ნათქვამია ასოციაციის პოსტში სოციალურ მედია X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა ბერლინში, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ. ესპანელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. ამრიგად, ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ინგლისის ნაკრები კი ევრო ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
საუთგეიტი ინგლისს ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.