არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი 2024 წლის კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 26 წლის ფეხბურთელმა 5 გოლი გაიტანა.
ამრიგად, ის გახდა მეორე არგენტინელი ფეხბურთელი 1960 წლის შემდეგ, რომელმაც მოიგო თასი ტურნირზე 5+ გოლით. მანამდე მსგავს მიღწევას ლეგენდარულმა თავდამსხმელმა გაბრიელ ბატისტუტამ უწია. 1991 წელს არგენტინამ ფინალში ბრაზილია დაამარცხა და ფორვარდმა ექვსი გოლი გაიტანა.
არგენტინა კოპას ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა. მას აქვს 16 ტიტული. მეორე ადგილს ურუგვაის ნაკრები იკავებს - 15 გამარჯვება. სამეულს ბრაზილიის ნაკრები ცხრა მოგებით ასრულებს.
თასისკენ მიმავალ გზაზე არგენტინელებმა მოიგეს A ჯგუფი კანადასთან, ჩილესთან და პერუსთან. ფლეი-ოფში ლიონელ სკალონის გუნდი ეკვადორზე (1:1, 4:2 პენალტები) და კანადაზე (2:0) ძლიერი აღმოჩნდა.