ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ეროვნული ნაკრების ლეგენდებისადმი მიმართვა ჩაწერა.
„ჩვენ გავიზარდეთ კასილიასის, ფერნანდო ტორესის, ვილიას, ჩავის, ინიესტას, ალბას, ბუსკეტსის, ვალდესის, პიკესა და მრავალ სხვათა ყურებით, მადლობა ყველა მათგანს - მათ გვაჩვენეს, როგორ უნდა გავიმარჯვოთ“, - ციტირებს მორატას სიტყვებს Barca Universal.
გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა „ატლეტიკოს“ მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, რომლე ბშიც 21 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მორატა ესპანეთის ნაკრების მეოთხე ბომბარდირია 76 მატჩში 36 გოლით.