რაგბი

17:15 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მდგომარეობა გაიუმჯობესა.

„ბორჯღალოსნები“ 74.36 ქულით, რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდნენ და მე-12 ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ ახლოსაა ათეული, რომლის ბოლო პოზიციაზე ფიჯია 77.44 ქულით.

რეიტინგს სამხრეთ აფრიკა ლიდერობს, მას კვალში ირლანდია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი და ინგლისი უდგანან.

საქართველოს ნაკრები ზაფხულის სერიის ეგიდით ფიჯისთან დამარცხდა, თუმცა, იაპონიას სტუმრად აჯობა, ხოლო 20 ივლისს, ავსტრალიის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121466