ფეხბურთი

0:46 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: „გამარჯვებასა და დამარცხებას შორის ძალიან მცირე ზღვარია, განსაკუთრებით ფინალში"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან მატჩის წინ, ჟურნალისტებს მომავალი შეხვედრის მოლოდინები გაუზიარა.

„თუ ყველაფერს დებ ბრძოლაში, ყველაფერს ტოვებ მოედანზე, წარმატების დიდი შანსი გაქვს მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი ტიტულის მოსაპოვებლად. ძალიან მცირე ზღვარია გამარჯვებასა და დამარცხებას შორის, განსაკუთრებით ფინალში“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს Marca.

ევრო 2024-ის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 14 ივლისს გაიმართება ბერლინში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.112891