მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა ევრო 2024-ის შემდეგ „მილანში“ გადავა - წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი ესპანელებს ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელისთვის 12 მილიონ ევროს გადაუხდის. ტრანსფერზე მორატასთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. სავარაუდოდ, „მილანთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდება და ის წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ დროისთვის მორატა ესპანეთის ნაკრების ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს 76 მატჩში 36 გოლით.