საუდურმა „ალ-იტიჰადმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი სპეციალისტის ლორან ბლანის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
„ლორან ბლანი „ალ-იტიჰადის“ ახალი მთავარი მწვრთნელია", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.
ბლანის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანგული „ლიონი“ გახლდათ, საიდანაც 2023 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. მანამდე ფრანგი სპეციალისტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, პსჟ-ს, ბორდოსა და ყატარულ „ერ-რაიანს“ წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდის წინა მთავარი მწვრთნელი არგენტინელი მარსელო გალიარდო კლუბის ფრანგ თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.
გასული სეზონში „ალ-იტიჰადმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში, 54 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.