ფეხბურთი

19:50 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლმო ბელინგემზე: „არ მგონია, ფიზიკური დაღლილობის გამო ფინალში არ ითამაშოს“

ესპანელმა ნახევარმცველმა დანიელ ოლმომ 21 წლის ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ჯუდ ბელინგემის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც გარკვეული ფიზიკური პრობლემები აქვს.

„ფიზიკურად დაღლილია? ეს ფინალური მატჩია. არა მგონია, ფიზიკური დაღლილობის გამო არ ითამაშოს. ჯუდი ინგლისის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან ეს ტურნირის დროს დაამტკიცა. მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ მასთან, ისევე როგორც მისი გუნდის სხვა მოთამაშეებთან“, - ციტირებს ოლმოს სიტყვებს Eurosport.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 ივლისს გაიმართება ბერლინში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.116162