ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ COPE-სთან ინტერვიუში მეკარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზეც არ უნახავს ისეთი მეკარე, რომლის თამაშით აღტაცებული დარჩებოდა. მას საერთოდ არ უხსენებია გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ევრო 2024-ზე უბრალოდ გაიბრწყინა.
„ვერ ვხედავ გამორჩეულ მეკარეებს, კურტუას გარდა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. ტერ შტეგენს და ობლაკს თავიანთ გუნდებში არ გაუმართლათ. ევროპის ჩემპიონატზეც არ მინახავს მეკარე, რომლებზეც იტყვიან - საოცარი დონე აქვს. ალისონი და ედერსონიც აღარ არიან ისეთები, როგორებიც წინა წლებში იყვნენ. წარსულში იყო 5, 6, 7 ან 8 მეკარე, რომლებიც მსოფლიო დონეზე თამაშობდნენ“, - თქვა კასილიასმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე ოთხ მატჩში 30 მოგერიება მიითვალა, რითაც ტურნირზე საუკეთესი შედეგი აქვს.