ფეხბურთი

11:04 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლის ასისტენტი: "კვარაცხელიას პრემიერლიგის ნებისმიერ კლუბში თამაში შეუძლია"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა დევიდ უებმა Sky Sport UK-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კვარას ნებისმიერ ინგლისურ გუნდში თამაში შეუძლია და მას ფანტასტიკური კარიერა ექნება.

„კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია. როცა მასთან ახლოს მუშაობ, ვარჯიშებზე, ხვდები, რამდენად მაგარია. ჩემი აზრით, დიდი რაღაცების მიღწევა შეუძლია. ფენომენალური ტალანტია და ასევე ფანტასტიკური ადამიანია. ძალიან კარგია მოედანზე და კარგად ერწყმის ყველა სხვა მოთამაშეს. ის გუნდში სხვა ფეხბურთელებივით ინტეგრირდება და ეს არის მისი ხიბლი. თავმდაბალი მოთამაშეა, სწორი მიდგომა აქვს და მონდომებულია, რომ წარმატებული იყოს. მას საოცარი კარიერა ექნება.

ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბისთვის შესაფერისი, რომელიც სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მას აქვს ეს თვისებები, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი ინგლისური კლუბისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება“, - თქვა უებმა.

0.112662