ფეხბურთი

0:38 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe და ფაბრიციო რომანო: "მონაკოში" მიქაუტაძის გადასვლა გარდაუვალია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe და ასევე, ფაბრიციო რომანო იტყობინებიან.

რომანოს ცნობით, ბოლო დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი გარდაუვალია. მხარეებს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.

ფრანგული „ეკიპი“ კი წერს, რომ მიქაუტაძეს პირადი საუბარი ჰქონდა „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუტერთან, აგრეთვე, სპორტულ დირექტორ ტიაგო სკუროსთან, რამაც დადებითად ჩაიარა და შეთანხმებაც შედგა.

ამრიგად, „რომას“ ინტერესის მიუხედავად, გიორგი საფრანგეთში დარჩება და „მონეგასკებთან“ გააფორმებს კონტრაქტს, რომლის დეტალები ჯერ უცნობია. „თავადები“ „მეცს“ 20-25 მილიონ ევროს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის ახალი სეზონის პირველ ტურში „მონაკო“ „სენტ ეტიენს“ შეხვდება, სადაც ზურიკო დავითაშვილი გადავიდა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ლიგა 1-ის 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ოთხ შეხვედრაში თავის გამოჩენა 3 გოლით და 1 საგოლე პასით შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111724