ცნობილმა ბლოგერმა ნობელ არუსტამიანმა თავის იუთუბარხზე საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც მამუკა ჯუღელიც საუბრობს.
კვარას აგენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული და მისი გადასაწყვეტია განაახლებს თუ არა კვარა იტალიურ კლუბთან კონტრაქტს.
„ხვიჩას სკუდეტოს კიდევ მოგება უნდა. რაც შეეხება კონტრაქტს, ყველაფერი პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუ კვარას გაყიდვაზე ფიქრობენ, გაყიდიან, თუ „ნაპოლი“ იტყვის, რომ უნდა დარჩეს, კვარა კონტრაქტს გაახანგრძლივებს“, - თქვა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ხელფასის გაუმჯობესებით კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.